FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გრძელდება

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
1 სექტემბერი 2017

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

4 სექტემბერს საქართველოს ეწვევიან საერთაშორისო ექსპერტები - ჰერმან ნეუკერმანსი (თავმჯდომარე) – (ლუვენის უნივერსიტეტი, ბელგია) და ბალინტ ქადარი (ბუდაპეშტის ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ურბანული დიზაინის ფაკულტეტი). საერთაშორისო ექსპერტები ქართველ ექსპერტებთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტში არქიტექტურისა და ურბანისტიკის ინგლისურენოვან პროგრამებს შეაფასებენ.

2017 წლის ბოლომდე საერთაშიროს ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება.