FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

5 სექტემბერი 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 4 სექტემბრის N565 ბრძანებით დამტკიცდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალური ანკეტა-კითხვარის ფორმა და ანკეტა-კითხვარების ცენტრში წარმოდგენის ვადები, 2017 წლის 6 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით.

სპეციალური ანკეტა-კითხვარის ელექტრონული ფორმა, რომელიც დაეხმარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეიტანონ შესაბამისი ინფორმაცია აპლიკანტთა ინფორმირების მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

ნინო ბერელიძეს: ელ-ფოსტა n.berelidze@eqe.ge, მობ.: 577-27-88-42;

ვერა ლაჭყეპიანს: ელ-ფოსტა v.lachkepiani@eqe.ge მობ.: 577-17-22-02.