პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების პროექტის პირველი საჯარო განხილვა

11 სექტემბერი 2017

11 სექტემბერს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის პირველი საჯარო განხილვა. შეხვედრაზე მონაწილეობას იღებდნენ თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.
შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა შესავალი პრეზენტაცია ავტორიზაციის სტანდარტების განახლების საჭიროებებისა და იმ მასალების შესახებ, რომელთა საფუძველზეც მომზადდა დოკუმენტი. ასევე, დეტალურად იქნა განხილული სტანდარტების პროექტი.
მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს წარმოდგენილი დოკუმენტის შესახებ. გამოთქმული მოსაზრებები გაზიარებული იქნა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ.
ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვები გაგრძელდება სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების პროექტის პირველი საჯარო განხილვა