FAQ

ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ

13 სექტემბერი 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

14 სექტემბერს ცენტრს ესტუმრება აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტი ტარტუს უნივერსიტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, რენე ვარკი (ესტონეთი), რომელიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ინგლისურენოვანი პროგრამის შეფასების პროცესში. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში ასევე წარმოდგენილნი იქნებიან სტუდენტი და დამსაქმებელი.

ექსპერტთა ჯგუფი სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჯანდაცვის სამართლის ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას შეაფასებს.

2017 წლის ბოლომდე საერთაშიროს ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება.