შეხვედრა ქართული ენის მოდულებთან დაკავშირებით
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მართავს შეხვედრას ქართული ენის ზოგად მოდულთან დაკავშირებით.
შეხვედრის მიზანია აღნიშნულ მოდულთან დაკავშირებით ცვლილებებისა და შესაბამისი ინსტრუქციების გაზიარება.
შეხვედრა გაიმართება 18 სექტემბერს 11:00 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ნული სართულის საკონფერენციო დარბაზში.