FAQ

დარგობრივი შეხვედრა „ბუღალტრული აღრიცხვის“ და „ელექტროობის“ ახალ ოპტიმიზირებულ პროგრამებთან დაკავშირებით

14 სექტემბერი 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მართავს დარგობრივ შეხვედრას „ბუღალტრული აღრიცხვის“ და „ელექტროობის“ ახალ ოპტიმიზირებულ პროგრამებთან დაკავშირებით
შეხვედრის მიზანია აღნიშნულ ოპტიმიზირებულ პროგრამებთან დაკავშირებით ცვლილებებისა და შესაბამისი ინსტრუქციების გაზიარება.

შეხვედრა გაიმართება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ნული სართულის საკონფერენციო დარბაზში.

19 სექტემბერი- 11:00სთ. - „ბუღალტრული აღრიცხვა“
19 სექტემბერი- 14:00სთ. – „ელექტროობა“