FAQ

ქართული ენის მოდულებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

18 სექტემბერი 2017


18 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ქართული ენის ზოგად მოდულთან დაკავშირებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

შეხვედრა ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ქართული ენის ზოგად მოდულთან დაკავშირებით ცვლილებებისა და შესაბამისი ინსტრუქციების გაზიარებას.

შეხვედრის ბოლოს ცენტრის წარმომადგენლებმა დაწესებულებებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

ქართული ენის მოდულებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა