18 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სტანდარტების პროექტი. მონაწილე მხარეებმა წარმოდგენილი დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს. დაწესებულებების წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებს.
ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვები კვლავაც გაგრძელდება.