FAQ

დარგობრივი შეხვედრები „ბუღალტრული აღრიცხვის“ და „ელექტროობის“ ახალ ოპტიმიზირებულ პროგრამებთან დაკავშირებით

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
19 სექტემბერი 2017

 

 19 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა დარგობრივი შეხვედრები „ბუღალტრული აღრიცხვის“ და „ელექტროობის“ ახალ ოპტიმიზირებულ პროგრამებთან დაკავშირებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. შეხვედრა მიზნად ისახავდა აღნიშნულ ახალ ოპტიმიზირებულ პროგრამებთან დაკავშირებით ცვლილებებისა და შესაბამისი ინსტრუქციების გაზიარებას. ასევე, პასუხი გაეცა დაწესებულებების წარმომადგენლების მიერ შეხვედრაზე წამოჭრილ კითხვებს მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით.