FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვები გრძელდება

26 სექტემბერი 2017


25 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის მორიგი საჯარო განხილვა პროფესიულ განათლებაში ხარისხის მართვის თემატური სამუშაო ჯგუფის წევრებთან.

შეხვედრა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით გაიმართა და მის ფარგლებში დეტალურად განხილეს სტანდარტების პროექტი. მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს წარმოდგენილი დოკუმენტის შესახებ. გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა გაიზიარა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადების საკითხიც.

ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვები კვლავ გაგრძელდება.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვები გრძელდება