27 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან დარგობრივი შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებზე „საფინანსო სერვისების“ და „საოფისე საქმე და ღონისძიებების ორგანიზების“ ახალი ოპტიმიზირებული პროგრამები განიხილეს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა აღნიშნულ ახალ ოპტიმიზირებულ პროგრამებთან დაკავშირებით ცვლილებებისა და შესაბამისი ინსტრუქციების გაზიარებას.
ასევე, მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით, დაწესებულებების წარმომადგენლების მიერ შეხვედრაზე წამოჭრილ კითხვებს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა უპასუხეს.