სტუდენტთა კვოტის განსაზღვრის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

6 ოქტომბერი 2017


4 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა პროფესიულ სტუდენტთა კვოტის განსაზღვრის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მიზანი იყო ამ მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში არსებული მიდგომების განხილვა და საბოლოოდ ერთიან, ზოგად პრინციპებზე ჩამოყალიბება, რომელიც შემდგომში გაზიარებული იქნება ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.




სტუდენტთა კვოტის განსაზღვრის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა