განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი თითოეულ მასწავლებელს ულოცავს მასწავლებლის დღეს და უსურვებს წარმატებებს უმნიშვნელოვანეს და ურთულეს პროფესიაში!
სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა პიროვნების აღზრდისა და განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია.
მასწავლებლის მიერ შექმნილი სასწავლო გარემო მოსწავლეების ენთუზიაზმის, თვითშეფასებისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის პირობებს ქმნის.
თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფად ცვლად ეპოქას სჭირდება უფრო მოქნილი, შემოქმედებითი, რთულ სიტუაციებში სწრაფად გარკვევის, მაღალი პიროვნული და პროფესიული უნარების მქონე ადამიანები. ისინი კი თქვენ უნდა აღზარდოთ.
ამდენად, მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა და მას მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მასწავლებლის პროფესია დაფასდეს, ჩვენმა მოსწავლეებმა კი საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ.