18 ოქტომბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ესტუმრა აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტი, ლიტვის, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის ასიცირებული პროფესორი, პოლიტოლოგიის განყოფილების უფროსი პოლიტიკურ მეცნიერებათა და დიპლომატიის დარგში, ანდრეი პეკსტო .
საერთაშორისო ექსპერტი, პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში,ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას შეაფასებს.
აღსანიშნავია, რომ შეფასების პროცესში, საერთაშორისო ექსპერტთან ერთად წარმოდგენილნი იქნებიან ქართველი ექსპერტები და სტუდენტი.
2017 წლის ბოლომდე საერთაშიროს ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება