FAQ

„ინტეგრირებული მოდულების“ პილოტირების პირველადი ანგარიში განიხილეს

4 ოქტომბერი 2017


გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კომპონენტების ინტეგრირებაზე.

თემასთან დაკავშირებული მორიგი სამუშაო შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს საპილოტე პროგრამების მიმდინარეობა, განხორციელებული მონიტორინგის პირველადი შედეგები და პროცესში გამოვლენილი ცალკეული საკითხები.

„ინტეგრირებული მოდულების“ პილოტირების  პირველადი ანგარიში განიხილეს