განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“.
პროექტის ფარგლებში აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს სასურსათო პროდუქტების გადამუშავებასთან დაკავშირებული პროფესიული კვალიფიკაციების ოპტიმიზაციის საკითხი.
შეხვედრას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამის, აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სფეროს სხვა სპეციალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს სასურსათო პროდუქტების გადამუშავების მიმართულებით პროფესიული კვალიფიკაციების ფორმირების შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.