FAQ

საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება

«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
30 ოქტომბერი 2017


30 ოქტომბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ესტუმრა კრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სკოლის ხელმძღვანელი, ბო დენიელსენი.
საერთაშორისო ექსპერტი, პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში, სტომატოლოგიის ინგლისურენოვან, ერთსაფეხურიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას შეაფასებს.

აღსანიშნავია, რომ შეფასების პროცესში, საერთაშორისო ექსპერტთან ერთად წარმოდგენილნი იქნებიან ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი.

2017 წლის ბოლომდე საერთაშიროს ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება.