FAQ

ვიზიტი საექთნო განათლების დუალური მიდგომით სწავლებასთან დაკავშირებით

23 ოქტომბერი 2017



მიმდინარე წლის 16-20 ოქტომბერს კარიტასის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით სასწავლო ვიზიტი შედგა გერმანიაში საექთნო განათლების დუალური მიდგომით განხორციელების საკითხებზე.
ვიზიტში ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მახარაშვილი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახაბერ ერაძე იღებდნენ მონაწილეობას, საქართველოს კარიტასის წარმომადგენლებთან ერთად.
ვიზიტის პროცესი გაიმართა სამუშაო შეხვედრები საექთნო მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებვლო დაწესებულებებში, ასევე სამედიცინო და მოვლის დაწესებულებებში, რომლებიც ჩართულნი არიან დუალური სწავლების პროცესში და თვითონვე არიან საექთნო პროგრამების განმახორციელებლები.
შეხვედრებზე განხილულ იქნა სასწავლო პროგრამების შინაარსი, სწავლების და სტუდენტთა შეფასების მიდგომები, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები და განათლების დაფინანსების არსებული მოდელები. საუბარი შეეხო გარმანიის საექთნო განათლების რეფორმის საკითხებს, რომელიც 2020 წელს იგეგმება, ასევე საქართველოსთან თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებს.
მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება გერმანელი სპეციალისტების ვიზიტები საქართველოში, რომლებიც საქართველოში ახალი საექთნო განათლების ჩარჩო დოკუმენტის განხილვებში ჩაერთვებიან, ასევე საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს.

ვიზიტი საექთნო განათლების დუალური მიდგომით სწავლებასთან დაკავშირებით