FAQ

ინფორმაციული ტექნოლოგიების მეოთხე და მეხუთე საფეხურის მოდულების საჯარო განხილვა

6 ნოემბერი 2017

 

„ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების პროგრამებში სწავლების ერთიანი მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში“პროექტის ფარგლებში გარე ინიციატორმა წარმოადგინა  მეოთხე საფეხურისა (კომპიუტერული ქსელები და სისტემები)და მეხუთე საფეხურის (კომპიუტერული ქსელები) მოდულები.

შემუშავებული დოკუმენტების განხილვისა და სფეროს წარმომადგენლებთან პოზიციების შეჯერების მიზნით გთავაზობთ საჯარო განხილვას მიმდინარე წლის 20 ნოემბერს 10:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.