FAQ

მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების ახალ დარგობრივ მახასიათებელზე მუშაობა დაიწყო

«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
9 ნოემბერი 2017


7 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭო დაკომპლექტებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და კერძო სკოლების ასოციაციის მიერ რეკომენდებული დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.

სხდომის დღის წესრიგში საბჭომ მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების განახლების საკითხი დააყენა.

მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განახლების აუცილებლობა განაპირობა საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილმა ვალდებულებებმა, დარგის განვითარების მიზნით, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თავსებადი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განათლების საერთაშორისო სტანდარტებსა და სხვა მნიშვნელოვან რეგულაციებთან (კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, ეროვნული სასწავლო გეგმა, სხვ.) შესაბამისად შემუშავება-განხორციელებისა და საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების საჭიროებამ.

საბჭომ მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების განახლებისათვის სამუშაო ჯგუფების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.