განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) მე-2 სამუშაო ჯგუფის - „შეთანხმებული ძირითადი ვალდებულებების იმპლემენტაციის ხელშემწყობი” ჯგუფის სხდომაში ქ. ვენაში (ავსტრია) 2017 წლის 20-21 მარტს. დღის წესრიგში იდგა ბოლონიის რეფორმების დანერგვის მსვლელობის საკითხები.
ორი საინტერესო პრეზენტაცია გაკეთდა სხდომაზე: ბ-ნი რიკუ მატილაინენის (ევროპის პროფესიული კავშირების განათლების კომიტეტი) პრეზენტაცია თემაზე „სტაფის(არა-)მობილობა - გამოწვევები და მისი მამოძრავებელი ძალები“ და ბ-ნი გოთფრიდ ბაჩერის (ავსტრიის მეცნიერების, კვლევებისა და ეკონომიკის სამინისტრო) პრეზენტაცია თემაზე „ავსტრიის უმაღლესი განათლების მობილობის სტრატეგია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კონტექსტში“.
სხდომაზე გაიმართა დისკუსია შემდეგ საკითხებზე: მე-2 სამუშაო ჯგუფის ანგარიში: საგზაო რუქის შემუშავება პარიზის მინისტერიალზე ჯგუფის ანგარიშის პროექტის პირველი ვერსიის მოსმზადებლად, ურთიერთთანამშრომლობა მრჩეველთა და სხვა სამუშაო ჯგუფებთან, ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის საბჭოს ოსლოში (ნორვეგია) შეხვედრისათვის მზადება (დეტალურად იხილეთ თანდართულ ოქმში).