FAQ

საერთაშორისო ექსპერტები სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების განმავითარებელ შეფასებას განახორციელებენ

20 ნოემბერი 2017

21-22 ნოემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტები, ალბრეხტ აჰიმი და ანდრეას ზიგლერი ესტუმრებიან.

ალბრეხტ აჰიმი ევროპისა და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროფესორია ვესტფალიის უნივერსიტეტში. ის ხელმძღვანელობს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას ფაიფერის უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კაროლინაში (ამერიკა). განხორციელებული აქვს 27 პროგრამული შეფასება 19 ქვეყანაში. ალბრეხტ აჰიმი არის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ექსპერტი.

ანდრეას ზიგლერი ლოზანის უნივერსიტეტის სრული პროფესორია. 4 წლის განმავლობაში ამავე ფაკულტეტზე იკავებდა დეკანის მოადგილის თანამდებობას. ამჟამად არის ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას.

ექსპერტები პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში, შპს კავკასიის უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განმავითარებელ შეფასებას განახორციელებენ. აღნიშნული ვიზიტის განმავლობაში მოხდება აკრედიტაციის ახალი სტანდარტების პილოტირება. აგრეთვე, ექსპერტები მოამზადებენ რეკომენდაციებს სამართლის დარგობRივი მახასიათებლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ შეფასების პროცესში, საერთაშორისო ექსპერტთან ერთად წარმოდგენილნი იქნებიან ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი.