მოდულური პროგრამების მოდიფიცირების საკითხები განიხილეს

22 ნოემბერი 2017


პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით 20 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანერგილი მოდულური პროგრამების მოდიფიცირების საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მიდგომების შესახებ.

შეხვედრას პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

მოდულური პროგრამების მოდიფიცირების საკითხები განიხილეს