FAQ

ახალი პროფესიები სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის

22 ნოემბერი 2017

პროფესიული განათლების ევროპის კვირეულის ფარგლებში, ფერმერთათვის და სფეროში ჩართული პირებისათვის, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი საკვალიფიკაციო პროგარმების პრეზენტაცია გაიმართა. ახალი პროფესიები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ეხმიანება ევროპის კვირეულს და მიზნად ისახავს, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ აქტივობათა შედეგების წარდგენას დაინტერესებული მხარეებისთვის.

შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა გახსნეს. ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია ოპტიმიზებული კვალიფიკაციების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, განახლებული სასწავლო რესურსებისა და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების ირგვლივ.

ახალი პროფესიები სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის