FAQ

ანონსი: ახალ ოპტიმიზირებულ პროგრამებთან დაკავშირებით დარგობრივი შეხვედრები გაიმართება

27 ნოემბერი 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მიმდინარე წლის 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს მართავს შეხვედრებს ახალ ოპტიმიზირებულ პროგრამებთან და ზოგად სავალდებულო მოდულებთან დაკავშირებით.

შეხვედრების მიზანია აღნიშნულ ოპტიმიზირებულ პროგრამებთან დაკავშირებით ცვლილებებისა და შესაბამისი ინსტრუქციების გაზიარება.

შეხვედრები გაიმართება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: მ.ალექსიძის ქ.N1), ნული სართულის საკონფერენციო დარბაზში.

30 ნოემბერი
11:00 საათი- „სასტუმრო, რესტორანი და კვება“
14:00 საათი - „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“
16:00  საათი - „სამრეწველო ავტომატიზაცია“


1 დეკემბერი
11:00  საათი - ზოგადი სავალდებულო მოდულები (ინფორმაციული წიგნიერება; რაოდენობრივი წიგნიერება; ინტერპერსონალური კომუნიკაცია; სამოქალაქო განათლება)
14:00  საათი - „ლოგისტიკა და პორტის მენეჯმენტი“
16:00  საათი - „წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები“