FAQ

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სემინარების ციკლი დაიწყო

27 ნოემბერი 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით დაიწყო სემინარების ციკლი, რომელიც ორიენტირებულია მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის პროგრამის შემუშავებასა და ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

სემინარი მიზნად ისახავს, გაზარდოს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა კომპეტენცია მოდულური პროგრამების შემუშავების, მათ შორის დუალური მიდგომით მათი განხორციელების, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ეფექტურობის გაძლიერების საკითხებში, ასევე ავტორიზაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

პირველი სემინარი აჭარასა და სამეგრელოში განთავსებული პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის 20-22 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში, საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღაში“ გაიმართა.

სემინარები ეტაპობრივად ჩატარდება საქართველოს მასშტაბით და მოიცავს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას.

სემინარების ციკლი „პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ „მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ტარდება.

 პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სემინარების ციკლი დაიწყო