FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმავითარებელი შეფასების პროცესი გრძელდება

30 ნოემბერი 2017

30 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტები, ჯანეზ გრანცი და ციარან ბურკე ესტუმრნენ.

ჯანეზ გრანცი სამართლის პროფესორია ლუბლიანას უნივერსიტეტში.
ის ხანგრძლივი კონტრაქტით მიწვეული იყო საფრანგეთის, რუსეთისა და ავსტრიის უნივერსიტეტებში. განხორციელებული აქვს კვლევები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. 1995-2000 წლებში ხელმძღვანელობდა ლუბლიანას უნივერსიტეტის სამართლის სკოლას (სლოვაკეთი). არის ამავე სკოლის საერთაშორისო ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. იყო ლუბლიანას უნივერსიტეტის საბჭოს წევრი. ჯანეზ გრაცი ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციას ხელმძღვანელობდა 2009 წელს . 2003-2005 წლებში იყო ევროპის იმ ექსპერტთა ჯგუფის წევრი, რომლებიც ბოსნია და ჰერცოგოვინაში სამართლის ფაკულტეტის შეფასებას აწარმოებდნენ.

ციარან ბურკე არის საერთაშორის სამართლის პროფესორი ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (იენა).
2012-2014 წლებში მიწვეული პროფესორის თანანმდებობაზე მუშაობდა გერმანიისა და ბრიუსელის უნივერსიტეტებში. ის ამ დროისთვის საერთაშორისო სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი და სამართლისა და ენების ცენტრის დირექტორია ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში.

ექსპერტები, 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს პროექტ  STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განმავითარებელ შეფასებას განახორციელებენ. აღნიშნული ვიზიტის განმავლობაში მოხდება აკრედიტაციის ახალი სტანდარტების პილოტირება. აგრეთვე, ექსპერტები მოამზადებენ რეკომენდაციებს სამართლის დარგობლივი მახასიათებლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ შეფასების პროცესში, საერთაშორისო ექსპერტთან ერთად წარმოდგენილნი იქნებიან ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმავითარებელი შეფასების პროცესი გრძელდება