4-7 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტები, ლილიანა მარსელა როგოზეა და ბრუნო კარდინაუდი ესტუმრებიან.
ლილიანა მარსელა როგოზეა ფლობს ფარმაციის დოქტორის ხარისხს. ამ დროისთვის ის არის ტრანსილვანიის უნივერსიტეტის (ბრასოვი, რუმინეთი) ვიცე-რექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით. ის კოორდინირებას უწევს ამავე უნივერსიტეტის საექთნო პროგრამას.
ამასთან, მის პასუხისმგებლობებში შედის მედიცინისა და საექთო საქმის სწვალების კურიკულუმების განვითარება მედიცინის სკოლაში. ლილიანა მარსელა როგოზეა არის რუმინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის განვითარების სააგენტოს ექსპერტი.
ბრუნო კარდინაუდი არის ბორდოს ეროვნული ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი.2000-2008 წლებში იყო სოფია ანტიპოლისის სახელობის უნივერსიტეტის (საფრანგეთი, ნიცა) ასოცირებული პროფესორი. ბრუნო კარდინაუდი ბიოთექნოლოგიების საინჟინრო სკოლის მესამე კურსის სტუდენტთან სტაჟირებისა და დასაქმების კოორდინატორი და მოლეკულური ფარმაკოლოგიისა და ტექნოლოგიური მოკვლევის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელია ბორდოს საინჟინრო სკოლაში.
ექსპერტები პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში, ნიუ ვიჟენ უნივერსიეტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამების განმავითარებელ შეფასებას განახორციელებენ. აღნიშნული ვიზიტის განმავლობაში მოხდება აკრედიტაციის ახალი სტანდარტების პილოტირება.
აღსანიშნავია, რომ შეფასების პროცესში, საერთაშორისო ექსპერტთან ერთად წარმოდგენილნი იქნებიან ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი.