FAQ

ახალ ოპტიმიზირებულ პროგრამებსა და ზოგად სავალდებულო მოდულებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა

4 დეკემბერი 2017

 
პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს გაიმართა შეხვედრები ახალ ოპტიმიზირებულ პროგრამებთან (შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები; ლოგისტიკა და პორტის მენეჯმენტი; სამრეწველო ავტომატიზაცია) და ზოგად სავალდებულო მოდულებთან დაკავშირებით.

ცენტრის წარმომადგენელმა დაინტერესებულ პირებს ახალ ოპტიმიზირებულ პროგრამებთან და მოდულებთან დაკავშირებით უხალესი ინფორმაცია მიაწოდეს და შესაბამისი ინსტრუქციები გაუზიარეს. ღონისძიების მონაწილეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.

შეხვედრები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში გაიმართა.







 ახალ ოპტიმიზირებულ პროგრამებსა და ზოგად სავალდებულო მოდულებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა