FAQ

მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების ახალი დარგობრივი მახასიათებელის შემუშავების პროცესი კვლავ გრძელდება

5 დეკემბერი 2017

4 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მასწავლებლის მომზადების დარგობრივ მახასიათებელზე მომუშავე, „ზოგადი კომპეტენციებისა“ და „დაწყებითი განათლების მასწავლებლის კომპეტენციების“ შემმუშავებელი ჯგუფის წევრთა მორიგი შეხვედრა ჩატარდა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში წარიმართა. საბჭოს წევრებისა გარდა, მასწავლებლის მომზადების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩაერთნენ მოწვეული სტუმრები: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოდან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოწვეული დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

სამუშაო პროცესში, დარგის სპეციალისტებმა, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო (300 კრედიტიანი) საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივ მახასიათებელში პროგრამების შესაძლო სტრუქტურასთან მიმართებით იმსჯელეს და საინტერესო ინიციატივები განიხილეს.

მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, აგრეთვე, შემუშავება-განხილვის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ინფორმაცია სამუშაო ჯგუფების მუშაობის თაობაზე კვლავ აიტვირთება ცენტრის ვებგვერდზე, რაც შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ პირს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფის შეხვედრასა ან/და შექმნილი პროდუქტის საჯარო განხილვაში და საკუთარი წვლილი შეიტანოს დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება-განხილვის პროცესში.

მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების ახალი დარგობრივი მახასიათებელის შემუშავების პროცესი კვლავ გრძელდება