განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელების, ხარისხის მართვის მენეჯერებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებისთვის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 30 ნოემბერს, 4 და 8 დეკემბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთაში გაიმართა ტრენინგი „საბიბლიოთეკო რესურსები და მომსახურება“.
ტრენინგი მიზნად ისახავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში, საბიბლიოთეკო რესურსის სტანდარტის მოთხოვნებისა და კონტროლის მექანიზმების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდებას.
ბიბლიოთეკის დირექტორმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ავტორიზაციის სტანდარტით გათვალისწინებული ბიბლიოთეკისათვის აუცილებელი სივცრეების მოწყობის, ბეჭდური და საინფორმაციო რესურსების; სასწავლო/სამეცნიერო ბაზების მართვისა და მოხმარების; საბიბლიოთეკო სერვისების; ბიბლიოთეკის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის მომზადებისა და სტანდარტით გათვალისწინებული სხვა საკითხების შესახებ.