FAQ

საერთაშორისო კონფერენცია საექთნო განათლების საკითხებზე

12 დეკემბერი 2017


8 დეკემბერს „საქართველოს კარიტასის“ ორგანიზებით სასტუმრო „ბილტმორში“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „დუალური საექთნო განათლების პერსპექტივები საქართველოში“. კონფერენციის განიხილეს საექთნო განათლების აქტუალური საკითხები საქართველოსადა გერმანიის მაგალითზე, ასევე, საექთნო მიმართულების პროგრამების დუალური მიდგომით განხორციელების პერსპექტივები.

კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებდა სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. მონაწილე მხარეებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კლინიკას შორის საკოორდინაციო საკითხების რეგულირება, საგანმანათლებლო რესურსები და მასწავლებელთა კვალიფიკაცია, კურიკულუმის საკითხები და მასში შინმოვლის კომპონენტის ინტეგრირება.

საერთაშორისო კონფერენცია საექთნო განათლების საკითხებზე