21 დეკემბერი, 2017, 16:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე - 4 სართული)
დღის წესრიგი:
1. შპს ევროპული სკოლისათვის მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის საკითხის განხილვა;
2. სპს საერო სკოლა „მაია მზარელუას“ ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
3. ა(ა) იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო ცენტრში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;
4. შპს თბილისის დამოუკიდებელ საერო გიმნაზია კანდელში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა.
5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შპს ლაზარეს ავტორიზაციის შესახებ 2016 წლის 17 აგვისტოს №58 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვა.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.