FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

26 დეკემბერი 2017


2017 წლის 26 დეკემბერი, 17:00 საათი 
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართულის საკონფერენციო დარბაზი) 

დღის წესრიგი: 

1. შპს ამერიკის ბიზნესის აკადემიისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხის განხილვა; 
2. შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხის განხილვა; 
3. შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების საკითხის განხილვა; 
4. სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა; 
5. სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხის განხილვა. 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.