FAQ

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სემინარების ციკლს ატარებს

19 დეკემბერი 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ „მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარეობს სემინარების ციკლი - მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის პროცესში, საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე, პროგრამის შემუშავებასა და ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

მორიგი სემინარები 11-12 დეკემბერს ქალაქ ახალციხეში, საზოგადოებრივ კოლეჯს „ოპიზარსა“ და 14 და 15 დეკემბერს ქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.
სემინარები მიზნად ისახავს, გაზარდოს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა კომპეტენცია მოდულური პროგრამების შემუშავების, მათ შორის დუალური მიდგომით მათი განხორციელების, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ეფექტურობის გაძლიერების საკითხებში, ასევე ავტორიზაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

სემინარების ციკლი გრძელდება და მოიცავს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სემინარების ციკლს ატარებს