FAQ

მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის წლიური ანგარიში წარმოადგინეს

22 დეკემბერი 2017


21 დეკემბერს სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi“ გაიმართა „მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შემაჯამებელი შეხვედრა“.

შეხვედრაზე წარდგენილი იყო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში, მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ანგარიშების საფუძველზე შექმნილი ანალიტიკური დოკუმენტი და მოდულური პროგრამების დანერგვის ეტაპები 2018 წლისათვის.

შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა მონაწილეებსა და პრეზენტატორებს შორის სხვადასხვა საკითხზე დისკუსიას. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების განმხორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მოდულური პროგრამის დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტები, ავტორიზაცია/აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრები და ავტორიზაციის საბჭოს წევრები.

შეხვედრა გაიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით.

მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის წლიური ანგარიში წარმოადგინეს