27 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტი. შეხვედრის ფარგლებში წარდგენილი იქნა პრეზენტაცია, რომელიც ასახავდა სტანდარტების სტრუქტურულ, შინაარსობრივ და პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებულ სიახლეებს. ეროვნულმა პროფესიულმა საბჭომ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი სახით სტანდარტების პროექტის მიღებას.
ეროვნულ პროფესიულ საბჭოზე წარდგენამდე ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტი საჯაროდ იქნა განხილული სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან, მათ შორის: საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტებთან, ავტორიზაცია/აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრებთან, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან და ხარისხის მართვის თემატურ სამუშაო ჯგუფთან.