« | მაისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
28 | 29 | 30 | 1 | 2 | 3 | 4 |
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2018 წლის 5 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით.
2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2018 წლის 18 იანვრიდან 01 თებერვლის 18:00 საათამდე.
3. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა - 2018 წლის 6 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით.
ბრძანება N837 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ