FAQ

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ორდღიანი ტრენინგი - 12-13 მარტი 2013

28 იანვარი 2013

ევროკავშირის დაფინანსებით განათლების და მეცნიერების სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბაზაზე ხორციელდება საქართველოში პროფესიული განათლების სექტორში „ხარისხის გაუმჯობესებისა და შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობის პროგრამა“.


პროექტის მთავარი მიზანია  პროფესიული განათლების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა რესურსების განვითარების და ხარისხის უზრუნველყოფის სქემების გზით.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება ტრენინგები პროფესიულ განათლებაში ჩართული დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების ზრდის და პროფესიული განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.

2013 წლის 12-13 მარტს ჩატარდება პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ორდღიანი ტრენინგ-სემინარი თბილისში. ტრენინგის მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია. სულ 37 მონაწილე.

ტრენინგის სამიზნე ჯგუფი წარმოდგენილია პროფესიული განათლების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი და პრაქტიკაში განმახორციელებელი კადრებით, რომლებიც

• ახორციელებენ ხარისხის უზრუნველყოფის აქტივობებს სისტემურ დონეზე განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
• აწარმოებენ გარე შეფასების და მონიტორინგის პროცესებს;
• შეიმუშავებენ ხარისხის მართვის შესახებ ანგარიშებს;
• უზრუნველყოფენ ანგარიშგებას ხარისხის უზრუნველყოფის ინდიკატორების საფუძველზე;
• აწარმოებენ სამუშაოს ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს განსახორციელებლად.
 
გთხოვთ, განსაზღვროთ (1 წარმომადგენელი) თქვენი ორგანიზაციიდან და მოგვაწოდოთ ინფორმაცია, ვინ მიიღებს მონაწილეობას მოცემულ სემინარში 2013 წლის 12-13 მარტს.
 
ჩაწერეთ თქვენი თანამშრომლის მონაცემები ცხრილში და გადმოგვიგზავნეთ 2013 წლის 1 თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zhvaniae@gmail.com ან დაუკავშირდით:


ეკა ჟვანია
შესაძლებლობების ამაღლების ექსპერტი
პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების და შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობის
ევროკავშირის პროგრამა
ტელ: 591400507

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ორდღიანი ტრენინგი - 12-13 მარტი 2013