განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 9 იანვარს გაიმართა სამუშაო შეხვედრა 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის ადმინისტრირების პროცესთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრას მობილობაზე/რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.