FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 17 იანვარი 2018


2018 წლის 24 იანვარი, 15:30 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართული)

დღის წესრიგი:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის მათემატიკაში აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურბანისტიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდგრადი ურბანისტიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.