FAQ

პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის ფორმა დამტკიცდა

22 იანვარი 2018



სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 16 იანვრის Ν35 ბრძანებით დამტკიცდა "პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის ფორმა".
ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ვებ-გვერდზე შემდეგ ბმულზე: http://eqe.ge/geo/static/201/authorisation/guidelines


ფორმა ივსება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელსაც სურს შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების საერთო რაოდენობის გაზრდა ან ადგილების რაოდენობის გაზრდა ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი ცალკეული საგანმანათლებლო პროგრამისათვის.
დაწესებულებას უფლება აქვს ცენტრს განაცხადით მიმართოს წლის ნებისმიერ დროს.
სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდაზე ადმინისტრაციული წარმოების ვადაა 90 კალენდარული დღე.
დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დამატებითი კონსულტაციისათვის მიმართონ ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.