FAQ

მზადება საავტორიზაციო პროცესისთვის

23 იანვარი 2018


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრები იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლებსაც 2018 წელს განახლებული, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნების შესაბამისი, ავტორიზაციის სტანდარტებით უწევთ ავტორიზაციის გავლა. შეხვედრები მიზნად ისახავს ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციის გაწევასა და მათგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიმდინარე წლის ავტორიზაციის სამუშაო პროცესის ეფექტიან დაგეგმვას. ავტორიზაციის პროცესში ქართველ ექსპერტებთან ერთად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ექსპერტები.

მზადება საავტორიზაციო პროცესისთვის