FAQ

მობილობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა

23 იანვარი 2018

23 იანვარს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის  ღია კარის დღე ჩატარდა. სტუდენტები შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს და მიიღეს საჭირო ინფორმაცია მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მათთვის საინტერესო კითხვებზე. სტუდენტებს განემარტათ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის წესები და დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.

გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობა 1 თებერვალს, 18:00 საათზე დასრულდება. 

მორიგი ღია კარის დღე 31 იანვარს 11:00 საათზე გაიმართება.

 მობილობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა