FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

25 იანვარი 2018


2018 წლის 31 იანვარი, 15:30 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართული)

დღის წესრიგი:

1. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული ჰუმანიტარიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
5. შპს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.