FAQ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციისთვის ემზადება

6 თებერვალი 2018


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს  ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების შესაბამისი თვითშეფასების დოკუმენტზე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული საპილოტე ავტორიზაციის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, შეხვედრები ტარდება უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და პასუხისმგებელ პირებთან.

ბსუ-ს ავტორიზაციის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 28 თებერვალი.