მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის მორიგი ღია კარის დღე გაიმართა

31 იანვარი 2018


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის მორიგი ღია კარის დღე გაიმართა.

ცენტრის რეესტრის თანამშრომლებმა სტუდენტებს მობილობის წესი და პროცედურა განუმარტეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.