განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გრძელდება საკონსულტაციო შეხვედრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
7 თებერვალს ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა ნინო ბეგიაშვილმა უსდ-ების წარმომადგენლებს გააცნო ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებით განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები.
შეხვედრაზე იურიდიული სამსახურის უფროსმა ისაუბრა იმ ძირითადი სიახლეები და გამოწვევების შესახებაც, რომლებიც დაწესებულებებს 2018 წლის ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესში ელოდებათ.
მსგავსი შეხვედრები უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.