FAQ

მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

9 თებერვალი 2018


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 


შეხვედრის თემა იყო 2018-2019 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარის წარდგენის ელექტრონული ფორმა და ვადები.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს საჭირო ინფორმაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მიაწოდეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

 

მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა