FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 5 მარტი 2018


სხდომის თარიღი: 2018 წლის 12 მარტი, 14:00 საათი

(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მეოთხე სართულის საკონფერენციო დარბაზი)

1. ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;

2. სსიპ - პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსის’’ ავტორიზაციის შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2014 წლის 29 აგვისტოს №21 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის განხილვა; 

3. ა(ა)იპ - პროფესიულ კოლეჯ იკაროსის ავტორიზაციის შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2014 წლის 29 აგვისტოს №26 და ა(ა)იპ - პროფესიულ კოლეჯ ,,იკაროსისათვის’’ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 3 სექტემბრის №19 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის განხილვა; 

4. სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ ‘’მერმისის’’ ავტორიზაციის შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2014 წლის 29 აგვისტოს №23, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ ‘’მერმისისათვის’’ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 3 სექტემბრის №15, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ ‘’მერმისისათვის’’ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2016 წლის 22 სექტემბრის №25 და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ ‘’მერმისისათვის’’ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 21 ივნისის №17 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის განხილვა; 

5. სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის" ავტორიზაციის შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2013 წლის 13 სექტემბრის №21 და სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრისათვის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 5 სექტემბრის №26 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის განხილვა.

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.